Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | დაცულია თუ არა ჩვენი მიმოწერა Facebook მესენჯერში?
ambebi.ge
22 September 2017, 12:20
Facebook მესენჯერის საშუალებით ყოველდღიურად მილიარდობით ადამიანი ეკონტაქტება ერთმანეთს. მიუხედავად სოციალური ქსელის წარმომადგენლების მტკიცებისა, რომ აკეთებენ ყველაფერს, რათა მომხმარებლების პირადი ინფორმაცია დაიცვან, საინტერესოა, რამდენად დაცულია ჩვენ მიერ გაგზავნილი მილიონობით მესიჯი.

Facebook-ი გვიზიარებს ინფორმაციას, თუ როგორ მუშაობს სოციალური ქსელის დაცვის ზოგიერთი სისტემა. ამავდროულად, კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის პროფესორი ვაიას სეკარი გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება სოციალური ქსელის დაცვის სისტემისთვის გვერდის ავლა.

რა თავდაცვის საშუალებებს მიმართავს მესენჯერი?

Facebook-ის მტკიცებით, მესენჯერი დაცვის იმავე სისტემებს იყენებს, რასაც საბანკო და ონლაინ მაღაზიების საიტები იყენებენ. კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, მესენჯერი დაცვის დამატებით სისტემას Advertisement სპამისა და ზიანისმომტანი პროგრამების შესაჩერებლად იყენებს. 2016 წელს სოციალურმა ქსელმა ახალი თავდაცვის სისტემა დააყენა, რომელსაც "საიდუმლო დიალოგი" ჰქვია და შეტყობინებების დაშიფვრას უზრუნველყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთან წვდომა თავად Facebook-საც არ აქვს.

შეიძლება თუ არა Facebook-ის უსაფრთხოების სისტემისთვის გვერდის ავლა?

კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის პროფესორმა ვაიას სეკარიმ აღნიშნა, რომ ყველაფრის გატეხვა შესაძლებელია, მან ასევე დაამატა, რომ თავდაცვის ვერცერთი რაოდენობა ვერ შეაჩერებს ადამიანს, რომელსაც თქვენს შეტყობინებამდე მიღწევა სურს, თუ მას იმ მოწყობილობაზე აქვს წვდომა, სადაც მესენჯერი ჩართულია.

წაიკითხეთ გაგრძელება
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი